დღევანდელი დილის მონაცემებით კორონავირუსი დამატებიტ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიასთან კომენტარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ გააკეთა.
მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნება.
დღეს გამოცდა ისევ ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება.
ქვეყნის მასშტბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე: