ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან. მანამდე აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
აპატურაი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.
"საქართველოში ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ასე რომ, პროგრესი არის და მთავარი აქ ისაა, რომ ქართველ ხარს სურს ამ რეფორმების გატარება.
ჩვენ განვიხილეთ საგარეო საკითხების მთელი რიგი, თუ როგორ უნდა იმოძრაოს საქართველომ ნატოს წევრობისკენ და შევთანხმდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული", - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაი დღეს სხვა ოფიციალურ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერს.
ამავე თემაზე: