თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ თეთრად განათდება

გამოქვეყნდა:

თბილისის ანძა თეთრად განათდება - თბილისის მერია "თბილისი პრაიდს" პასუხობს. კალაძის უწყების გადაწყვეტილებით, ანძა მომდევნო დღეებში არა ლგბტ ფერებში, არამედ თეთრად განათდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ანძა ამჯერად თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, განათდება.

რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება. ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად, - წერია განცხადებაში.

თბილისის მერიას ანძის ლგბტ ფერებში განათების მოთხოვნით Tbilisi Pride-მა რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი