
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შემდეგ უნდა აირჩიონ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში", - ამბობს ეკა გიგაური
პროცესში მონაწილეობაზე იუსტიციის საბჭოში ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე, უარი თქვა სახალხო დამცველმაც, "ქართული ოცნება" კი მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებას არ აპირებს.