თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, ჩვენ ამ პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით - აცხადებს "გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.
იმ საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" შედის:
"ძალისხმევას არ დავზოგავთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუმცა თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით. ჯერ იქ ვართ, ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, შემდეგ უკვე შევხედავთ რა იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ" - ამბობს გიგაური.
ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით უვე გამოცხადდა.