მკვლელობა ზესტაფონში - დაკავებულ პოლიციელს და კიდევ 2 პირს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. მათ გამოძიება დანაშაულში მონაწილეობას სხვადასხვა მუხლით ედავება.

დაკავებული პოლიციელის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ნივთმტკიცების განადგურებას ედავება.

დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ზესტაფონში მკვლელობა 30 ივნისს გვიან ღამით მოხდა. 31 წლის, გულის არეში დაჭრილი, ვანო ბანთაცაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზესტაფონის ფერომედში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით პაციენტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი