43% არის მიუღწეველი "ქართული ოცნებისთვის" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.
ნამდვილად არ ყოფილა არანაირი საუბარი.. თქვენთვის საინტერესო რესპონდენტებთან არ მქონია საუბარი. 43% არის მიუღწეველი "ქართული ოცნებისთვის". ყველანი ჩვენ აქ ვინც ვართ, რომ დავეხმაროთ "ქართულ ოცნებას", მეც კი მათ შორის, თუ ოპოზიციამ არ დაიძინა, ოპოზიციამ უარი არ თქვა ბრძოლაზე, შეუძლებელია... ოპოზიცია, მერწმუნეთ, არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას კი არადა, პირიქით, აპირებს გამარჯვებას მისი ჯანსაღი ნაწილი. ...ჩემთვის ეს მეათე ხარისხოვანია... მე ვიქნები იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას. უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება და ბრძოლა დაიწყება, - ამბობს ნიკა მელია.