დღეიდან "სინოფარმზე" რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნდა:

დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება. ვაქცინაცია "სინოფარმით" დაიწყება, რამდენიმე დღეში კი "სინოვაკიც" დაემატება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.

ვაქცინაცია კი ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება.

ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები - განაცხადა გუშინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

რეგისტრაცია 12 საათიდან დაიწყება.

გუშინ, 2 ივლისს ქვეყანაში COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა შემოვიდა.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი