კომპრომატების ომი - ოპოზიცია ფარცხალაძე-გომელაურის ღია დაპირისპირებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შს მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის კომპრომატების ომი იწყება. ფარცხალაძე-გომელაურს შორის არსებულ წლების კოფლიქტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა, საუბრობს. 

ზოდელავა დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ ახალ კომპრომატს უკვე ფარცხალაძე გამოაქვეყნებს. 

უნდა ველოდოთ უკვე, ფარცხალაძის დაჯგუფების მხრიდან გომელაურთან დაკავშირებული კომპრომატების გამოყრას, შემდგომ ამას გომელაური თავისებურად გასცემს პასუხს, ამაში ჩაერთვებიან მათი სატელიტები და ეს ყველაფერი გამოჩნდება შემდეგი თვეების განმავლობაში, ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაინდობენ, - განაცხადა ზოდელავამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, შერჩევით სამართალზე საუბრობენ. "ლელოს" წევრი კახა კოჟორიძე საგამოძიებო უწყებების პირადი ანგარიშსწორების პლაცდარმად ქცევას მკაცრად აკრიტიკებს.

კულუარულად არსებობდა ინფორმაციები სხვადასხვა უწყებაში დაპირისპირების შესახებ, რაც არის ძალიან სამწუხარო საყურებელი. როგორ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტებით ადმაიანბები თამაშობდნენ, როგორ შეიძლება რომ სახემწიფო ისნტიტუტი პირადი ანგარიშსორების პლკაცდარმად აქციო, ეს არის მიუღებელი, - ამბობს კოჟორიძე.

ყოფილი გენერალური პროკურორის ძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თორნიკე ფარცხალაძე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი