"ბატონო ირაკლი, თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად საქართველოში 20 ადამიანი კვდება კოვიდის გამო - ამ განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ ქვეყანაში უმძიმესი კოვიდვითარებაა, რაზეც პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა.
გუშინ როგორც იქნა, გავიგეთ, რომ გვეღირსა 1 მილიონი ვაქცინის მიღება. მაგრამ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს ნიშნავს, აუცილებელია დღე და ღამე, სისტემური მუშაობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს - ამბობს ვაშაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, რომ სტატისტიკით, სიკვდილიანობა 1 მლნ ადამიანზე აზერბაიჯანში 0,1%-ია, სომხეთში -1%, ინდოეთში - 0.6%, თურქეთი - 0.5%, საქართველოში - 3% - რაც საგანგაშოა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია მონღოლეთში - 54%-ია, თურქეთში - 18%, ინდოეთში - 4%, აზერბაიჯანი - 13%, ბოტსვანა- 2.8%, საქართველო - კი მხოლოდ 2.6%.