4 საათიანი შეფერხების შემდეგ StopCov.ge-ზე მონაცემები განახლდა

გამოქვეყნდა:

4 საათის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდ StopCov.ge-ზე, სადაც Covid-19-ის სტატისტიკა ქვეყნდება მონაცემები განახლდა. ჩვეულებრივ საიტზე ინფორმაცია 11:00 საათზე ახლდება, თუმცა დღეს, მთელი დღის განმავლობაში საიტზე შეფერხება იყო. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საიტის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა. რის გამოც, მონაცემების განახლება ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, ამ დრომდე გამორთულია, ვაქცინაციის პორტალი booking.moh.gov.ge, რომელზედაც მოქალაქეებისთვის ბაზა 12:00 საათზე უნდა გახსნილიყო, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მასობრივმა კიბერშეტევამ გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი