გრიშა ონიანი პარტიის ყრილობას მართავს - საბჭოთა სიმბოლიკები გორის თეატრში 

გამოქვეყნდა:

გრიშა ონიანს პრორუსული პარტიის ყრილობის ჩასატარებლად გორის თეატრმა დარბაზი დაუთმო. ონიანს ყრილობის ჩატარება ამ წუთებში, თითქმის ცარიელ სივრცეში უწევს, რადგან ხალხი არ მივიდა.

მის რამდენიმე ათეულ მხარდამჭერს შორის მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და სტალინის ძეგლის გორის ცენტრში დაბრუნების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

როგორც ცნობილია, ონიანი გორის მერობის კანდიდატი იქნება, მისი მთავარი დაპირება კი საბჭოთა დიქტატორის ძეგლის გორის ციხეზე აღმართვაა.

გორის თეატრის დარბაზში საბჭოთა სიმბოლიკებია გამოფენილი, რაც კანონდარღვევაა, თუმცა დირექცია ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

თეატრში ამბობენ, რომ ონიანს დარბაზი 1 200 ლარად მიაქირავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი