ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ ხვალისთვის პრობლემა აღმოიფხვრება და მოქალაქეები პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.
"მიმდინარეობს ისევ სამუშაოები, გვითხრეს, რომ რამდენიმე საათი დასჭირდება პროცესის შესწორებას და იმას, რომ დაბრუნდეს პორტალი სამუშაო რეჟიმში",- ამბობს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პორტალი booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქეებისთვის ბაზა 12:00 საათზე უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე გამორთულია. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი StopCov.ge კი 4 საათიანი შეფერხების შემდეგ განახლდა.
საკითხთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ბრიფინგზე მხოლოდ მისთვის სასურველი მედია მიიწვია და თქვა, რომ საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.
ავტორი:ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე: