ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ზუსტი ვადების დასახელება რთულია - გაბუნია საიტის გაუმართაობაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესზე გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა პორტალი სრულად აღდგენილი არ არის. როგორც გაბუნია ამბობს, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და დასრულების ზუსტი დრო უცნობია.

"24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიღებს.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, რომ ხარვეზი აღმოფხვირილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.

კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ",- თქვა თამარ გაბუნიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ვებპორტალი ჩაირთო, მოქალაქეები ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი