"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ცალი "ფლეისთეიშენ პროს", 12 ცალი ჯოისტიკის, 24 ცალი ყურსასმენისა და 24 ცალი "პროგეიმერული" სავარძელისთვის 26 271 ლარი გამოყო.
ენმ-ის დეპუტატი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს:
"4 ცალი "ფლეისთეიშენ პრო", 12 ცალი ჯოისტიკი, 24 ცალი ყურსასმენი, 24 ცალი პროგეიმერული სავარძელი - ფოთის მუნიციპალიტეტმა 26 271 ლარი გამოყო ფოთის ხელმძღვანელობის აზრით მოსახლეობას ისე ულხინს ადგილზე, რომ პრიორიტეტულია "ყომარი" მსხვილად დააფინანსონ",- წერს ლევან ხაბეიშვილი.