გაიცანით მიცვალებულები, რომლებიც არჩევნებზე ხმებს საიქიოდან აძლევენ | მკვდარი სულები არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

თუ აქამდე ვინმეს ეჭვი გეპარებოდათ, იცოდეთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ნამდვილად არსებობს - მიცვალებულები უშუალოდ ერევიან ცოცხალთა საქმეებში და, ზოგჯერ, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებსაც კი იღებენ.

Post Factum-ის ჟურნალისტი, დათო აბრამიშვილი სწორედ ასეთი მკვდრების მოსაძებნად ჩავიდა გურიაში. მან იპოვა იმ ადამიანთა საფლავები, რომლებიც წლების წინ გარდაიცვალნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოიშალეს არჩევნებში მონაწილეობის მავნე ჩვევა - როგორც ჩანს, მათ ვერ გააცნობიერეს, რომ დაიხოცნენ; მაინც ჯიუტად მიდიან საარჩევნო უბნებზე და ხმას აძლევენ...

რატომ და რისთვის არის მათი სახელები ასე ამაყად გამოჭიმული საარჩევნო სიებში? თან ერთი და ორი კი არა... 

ორგანიზაცია "საზოგადოებრივმა ინიციატივამ" შეისწავლა 1930 წლამდე დაბადებული 3671 ამომრჩევლის მონაცემები და მათგან 443, ანუ მთელი 12% გარდაცვლილი აღმოჩნდა!

ორგანიზაციამ ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილის შესწავლა შეძლო, იმიტომ, რომ სრული ინფორმაცია მათ არ მიაწოდეს. შესაბამისად, წარმოგიდგენიათ საარჩევნო სიები სრულად რომ შემოწმდეს, რამდენი მკვდარი აღმოჩნდება იქ?

რაც იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს მიცვალებულების ხელით მოყვანილი ხელისუფლება ჰყავს... და თან არა პირველად. აგერ უკვე მერამდენედ...

დათო აბრამიშვილის სიუჟეტი - "მკვდრების არჩევნები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი