
უკანონო ბორდერიზაცია - "ლელო საქართველოსთვის" მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები რუსულ მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.
"ლელო" უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე რეაგირებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სთხოვენ.
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, "ლელოს" წევრი, ლანა გალდავა მთავრობას სთავაზობს, რომ ბორდერიზაციის შესაჩერებლად მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო.
ვიცით, რომ ეს სოფლები გახლავთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ამიტომაც მივმართავთ "ლელო საქართველოსთვის" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საქართველოს ხელისუფლებას, სოფელ საბერიოში არის ენგურჰესის მართვის პულტი. გამოვდივართ ინიციატივით, რომ შემუშავდეს ახალი კონცეფცია უსაფრთხოების არქიტექტურა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და აქაც არ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც ხდება შიდა ქართლში. მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია, შევაჩეროთ ყოველდღიური მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია, - განაცხადა ლანა გალდავამ.
"ლელო საქართველო" საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.