პატიმარი ამტკიცებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების არმიცემის გამო მოწამლეს | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

პატიმარი, რომელიც ამტკიცებს, რომ ციხეში მის მოწამვლას ცდილობდნენ - თან არაერთხელ. ზურიკო გორნაკაშვილი ამბობს, რომ მისი ლიკვიდაციის მცდელობა მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. შეამჩნია, რომ კანზე მუქი ლაქები უჩნდებოდა, კანი უშავდებოდა და თავს მუდმივად ცუდად გრძნობდა. 

ბოლოს საპატიმროს ეზოში გონება დაკარგა და წაიქცა. ამასაც მოწამვლის მცდელობას აბრალებს. რა შეიძლებოდა გამხდარიყო მსჯავრდებულის თავიდან მოცილების მიზეზი?

გორნაკაშვილი ყვება, რომ მას აიძულებდნენ მიეცა ჩვენება მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ - სუსს სჭირდებოდა რაიმე მტკიცებულება იმისთვის, რომ თემირლანი ტერორისტი იყო და ამიტომაც მოხდა მისი ლიკვიდაცია სპეცოპერაციის დროს.

ამიტომაც გორნაკაშვილს მოსთხოვეს, რომ მას ეთქვა, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა აჰმედ ჩატაევთან.

გორნაკაშვილმა ამაზე უარი თქვა და, როგორც თვლის, სწორედ ამის შემდეგ გართულდა მისი პრობლემები; იმდენად, რომ ბოლოს მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი - "მოწამლული პატიმარი"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი