შალვა ნათელაშვილი - ერთკაციანი ბოიკოტის ერთადერთი მონაწილე

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტების" თავმჯდომარე ერთადერთ დეპუტატად დარჩა, ვინც ხალხის წინაშე დადებული ბოიკოტის პირობას ბოლომდე ასრულებს. და, შესაბამისად, ერთადერთია, ვის პარტიასაც რამდენიმე თვეში დაფინანსება შეუწყდება.

ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟია. და საბოტაჟის ავტორებს ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ეკუთვნით.

შალვა ნათელაშვილს ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი, რომ უარი თქვას ბოიკოტზე და პარლამენტში შევიდეს. და, რეალურად, ამ ეტაპზე ხელისუფლება დაფინანსების შეჩერებას მასზე ზეწოლის იარაღად იყენებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აიძულოს.

და თუ ნათელაშვილი ამ შანსს არ გამოიყენებს, შემდეგ შეჩერებული დაფინანსება მისთვის უკვე სასჯელად გადაიქცევა, სხვა პარტიებისთვის კი პრევენციულ გაფრთხილებად, რომ აღარავინ გაბედოს ბოიკოტზე ფიქრი. შალვა ნათელაშვილი - ახლა უკვე ერთკაციანი ბოიკოტის ერთადერთი მონაწილე.

ლაშა ნაკაიძის სიუჟეტი - "ერთკაციანი ბოიკოტი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი