საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო კარანტინმა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი გახადა. ეპიდემიის ფონზე მკვეთრად გაიზარდა იმ ადამინების რაოდენობა, რომლებმაც შემოსავლის წყარო დაკარგეს. თუმცა მიუხედავად ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სალიზინგო კომპანიები სესხების გადავადებას არ აპირებენ.
ეპიდემიის პირობებში და ხელისუფლების მიერ საკრედიტო გადასახდების დაპაუზების პროგრამას კერძო კომპანიების ძირითადი ნაწილი არ შეუერთდა.
"დააპაუზე უფასოდ" - ახალგაზრდებმა პეტიცია შექმნეს, რათა იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებმაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან აიღეს ვალდებულება. მათი თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, დღითიდღე იზრდება.
საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზინდეტს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფონზე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით ჩაერიოს კერძო კომპანიების საქმინობაში, რადგან სასესხო ვალდებულებები, როგორც ბანკებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, ასევე სალიზინგო კომპანიებმა მოვალეებს გადაუვადონ.
მოსახლეობა ხელისუფლების პასუხს ელოდება, მიიღებს თუ არა რადიკალურ გადაწყვეტილებას მთავრობა და რა რეაგირება მოჰყვება ამას კერძო საფინანსო კომპნიების მხრიდან, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი: ირაკლი ბახტაძე.