"ის მოსამართლეები განიხილავენ ამ საქმეს, რომლებმაც დევნილების ბინები იყიდეს" - ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეების მიერ დევნილების ბინების ყიდვის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"წაართვეს სახლი დევნილს და დღეს სასამართლოშია საქმე, რომელსაც სხვათაშორის, ის მოსამართლეები განიხილავენ, რომლებმაც დევნილების ბინები იყიდეს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მოსამართლეების მიერ დევნილების ბინების ყიდვის საქმეზე საუბრობს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი კორუფციის კლასიკური მაგალითია. 

ბიუჯეტიდან აიღეს მოსახლეობის ფული, ააშენეს კორპუსი... ააშენებინეს კორპუსი სამშენებლო კომპანიას, თითქოს კეთილი საქმისთვის და ხალხის მიერ დაფინანსებულ კორპუსში 4-ჯერ უფრო ნაკლებად იყიდა მოსამართლემ, არადა ეს აშენებული იყო სოციალურად დაუცველებისთვის... - ამბობს ხაბეიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი