"სოზარ სუბარი არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახე", - ასეთ განცხადებას აკეთებს ჟურნალისტი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მოსამართლეების მიერ დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსში ბინების ყიდვაზე.
მისივე თქმით, სუბარის კორუფციული სქემები გახმაურებული არაა, რადგან აქამდე ძირითადად მისი ძმა, და ცოლის ძმა იყვნენ ჩართულები.
"აქ დიდ დიღომში 400 დოლარიდან იქყება კვადრატული მეტრის ფასი და რა უნდა გაგიჭირდეს, როდესაც ხარ მოსამართლე, გაქვს უდიდესი ხელფასი, მონაწილეობ ამ კორუფციულ გარიგებებში, შენი გადაწყვეტილებების სანაცვლოდ, იღებ უამრავ სიკეთეს და ამ გადაწყვეტიელბების ფასი არის სწორედ ის სამსართულიანი სახლები და ა.შ. როგორ უნდა გაგიწყდეს ძარღვი შუბლზე, ისარგებლო ამ პრივილეგირებით და დევნილების ბინები, რომლებიც არიან ყველაზე შეჭირვებულები, უსახლკაროები და ეს ბინები აირო და გააქირავო", - ამბობს ელისო კილაძე.
იხილეთ ასევე: