"ვიცი, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი, რომლებიც ელოდებიან ბინებს, ამიტომ, როდესაც ვხედავ, რომ მოსამართლეები ბუნებრივია ძალიან სერიოზული კითხვები რჩება და ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი", - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები", მოსამართლეების მიერ დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში ბინების ყიდვაზე.
"მახსენდება ჩვენი მოსამართლეების ერთ-ერთი ბოლო განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი არიან პატრიოტები, მე სულ ვამბობდი და კიდევ ვიძახი, რომ ჩვენი მოსამართლეები არ არიან პატრიოტები. ისინი, რომ პატრიოტები იყვნენ და ეს ქვეყნა უყვარდეთ იქნებოდნენ სხვა ტიპის საჯარო მოხელეები, პასუხისმგებლიანი ადამიანები და მოემსახურებოდნენ ჩვენ საზოგადოებას იმ პოსტიდან, რომელიც მათ უკავიათ", - ამბობს ჯანეზაშვილი.
მისივე თქმთ, სასამართლო სისტემაში ორი ტიპის კორუფციული ფორმულაა, ერთი, როდესაც ამ ტიპის სარგებელს იღებენ და მეორე - როდესაც მოსამართლეები დიდხანს რჩებიან თანამდებობაზე. მისივე თქმით, ჩვენ დღეს "ოლიგარქი მოსამართლეები" გვყავს, რომელთა საქმეებსაც სჭირდება გამოძიება.
იხილეთ ასევე: