"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან რუსთაველზე კარვების დარბევას გამოეხმაურა და თქვა, რომ კარვების დაცვა პოლიციის პასუხისმგებლობა არ არის.
მაჭარაშვილის თქმით, კარავი მათ უნდა დაიცვან, ვისაც ის აქციაზე მიაქვს.
"კარვების არსებობას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, რომ ვიღაცამ მოიტანოს კარავი და პოლიციამ ამ კარავს უყარაულოს, ამის ვალდებულება პოლიციას არ აქვს. თუ შენ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, მაშინ აქ უნდა იმყოფებოდეს რამდენიმე ათეულობით ან ასეულობით ადამიანი, ეს მათი გადასაწყვეტია",-თქვა მაჭარაშვილმა.
საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დილიდან ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი კარვები დაარბიეს.