ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - "სტრატეგია აღმაშენებელი"

გამოქვეყნდა:

ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - „სტრატეგია აღმაშენებელი” მოძალადეების ქმედებებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი მოვალეობა, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას.

„მეგობრებო, ქრისტიანობა უპირველესად სიყვარულის და მიტევების რელიგიაა და არა განსხვავებულის, სუსტის ჩაგვრის და ქვებით ჩაქოლვის.

ყველამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ბრძოლის ასპარეზიდან არ გადავაქციოთ რეალური ფიზიკური ბრძოლის ასპარეზად“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი