ოპოზიციას მივმართავ, ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი - ჩარკვიანი

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს. ჩარკვიანი მოუწოდებს ოპოზიციას, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა პარლამენტი დატოვონ.

"ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!!!! ეს პროვოკაცია მის მხრებზეა!

ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი !!!ეს საკანონმდებლო ორგანო არ არის!

საკანონმდებელო "ორგანო " არა!" - წერს თაკო ჩარკვიანი. 

გარდა ამისა, ადგილზე არაერთხელ დაესხნენ თავს "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაზიანებულია ტექნიკა. დღის განმავლობაში ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.

ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი