„პრემიერ-მინისტრი არის პროვოკატორი, მოძალადე და დამნაშავე" - აცხადებს რომან გოცირიძე და დრეს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
გოცირძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. მისივე თქმით, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
„პრემიერ-მინისტრი არის პროვოკატორი, მოძალადე და დამნაშავე. მისი განცხადება იმ ბარბაროსული ქმედებების წამახალისებელი იყო, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზება, რასაც ერთი ჯგუფი ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილა ორგანიზებული. ეს უზნეობა კი არა, პირდაპირი დანაშაულია", - ამბობს გოცირძე.
გოცირიძის თქმით, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა საკუთარი ქვეყნის მთავრობა მომხდარზე საქმის კურსში უნდა ჩააყენოს და დროა, საქართველოს მთავრობის წევრებს და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.