
მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბატონების ოქრუაშვილის და უგულავას ციხციდან გათავისუფლებას. ასევე ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს - ეს არის ამონარიდი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან რომელსაც ხელს ამერიკის გავლენიანი სენატორები რიში და შაჰონი აწერენ. განცხადებაში გიორგი რურუას სახელის დაკონკრეტება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ გათავისუფლდნენ.
გიორგი რურუა, რომელის რუსთაველის გამზირის აქციიდან ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდებოდა იმ ადგილზე დააკავეს, სადაც კამერები არ დგას.კადრებში ჩანს რომ რურუას მანქანას პატრულის მანქანამ წამებით გაუსწრო, რომ დაკავება სწორედ უკამერო ადგილას მომხდარიყო.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ პატრულის მიერ გაჩერებულ რურუას ავტომობილთან მალე კრიმინალური პოლიცია მოდის - 13:01 წუთზე იწყება ჩხრეკის ოქმის შედგენა. კრიმინალურ პოლიციას რურუას გასაჩერებლად, ავტომობილში მსხდომ პირთათვის განმარტების მისაცემად, მთელი მანქანის გასაჩხრეკად, ოქმის შესავსებად, ასლის დასამზადებლად და დაკავებულისთვის ახსნა განმარტების მისაცემად, სულ რაღაც 1 წუთი დასჭირდა. გაურკვეველია საინტერესოა სად მოახერხეს ამ პერიმეტრზე ასლის დამზადება ან რატომ არ დაასწრეს ჩხრეკას არავინ, არც თანმხლები პირებიდან და არც საპატრულო ეკიპაჟის წევრებიდან. საქმეში არ დევს არც სამხრე კამერებით და არც მობილური ტელეფონით გადაღებული მასალა. რურუას წინააღმდეგ ჩვენებას მხოლოდ პოლიციელები აძლევენ.
პოლიციელების ჩვენების თანახმად იარაღი რურუას საქამრეში ედო, მაგრამ ექსპერტიზამ დაადასტურა რომ არც ტანსაცმელზე არის მეტალიზაციის კვალი და არც იარაღზე ტანსაცმლის და საქამრის ანაბეჭდი. საქმეში ვკითხულობთ, რომ დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ პისტოლეტზე ვერც თავად გიორგი რურუას დნმ-ის კვალი აღმოაჩინა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ იარაღი პოლიციელების მორიგი ნივთია, რომლესაც ასეთ შემთხვევებში უკანონოდ იყენებენ ხოლმე. ოქმში არც იარაღის ნომერია მითითებული, მაშინ როცა რურუას ჯიბიდან ამოღებული 10 ლარიანი კუპიურაც კი დეტალურად აქვთ აღწერილი. გარდა ამისა, საპატიმროში გადაღებულ კადრებსი ისიც ჩანს, რომ მას დნმ-ისთვის ნიმუში იძულებით აუღეს.
ხვალ გიორგი რურუას სასამართლოა, სადაც მოსამართლის მიერ საკუთარი პროფესიული და მორალური ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას ითხოვენ, მეტს არაფერს - სხვანაირად რომ იყოს, არც სენატორი რიში, არც სენატორი შაჰინი და არც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრის კუბელიუსი, ხმასაც არ ამოიღებდნენ.
ავტორი: თეა ადეიშვილი