"ჩვენ [აშშ-ში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა", - ასეთ განცხადებას აკეთებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან", დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
როგორც კრამერი ამბობს მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობს ეკისრება.
"საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი.