საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ძალადობის სადარაჯოზე - „ოცნების“ ტრადიცია

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ დღევანდელ აქციაზე, ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად მობილიზებული იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლები, ასევე პარტაქტივი. 

არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ააიპ-ის ხელმძღვანელი ბაკურ ბუკია. 

"უამრავი ვიდეომტკიცებულება არსებობს, რომ ბაკურ ბუკია იმყოფებოდა დღევანდელ აქციაზე. მის გარდა ასევე იყვნენ ხობის ააიპ-ში დასაქმებული სხვა პირებიც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი ერთის მხრივ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან და ძალადობრივად ერთვებიან საარჩევნო პროცესში და მეორეს მხრივ დღევანდელ აქციაზე იყვნენ გამოსულები და 40-ზე მეტ ჟურნალისტს სცემს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

გარდა ამისა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე, რომელმაც ეს ფაქტი "მთავარ არხთან" საუბრისას უარყო და თქვა, რომ დღეს უბრალოდ პარაკლისს ესწრებოდა ქაშუეთის ეკლესიაში.

"მე აქციაზე არ ვყოფილვარ, მე ვიყავი უწმინდესის მიერ გამოცხადებულ სამშვიდობო პარაკლისზე. ვიყავი ქაშუეთის საკათედრო ტაძარში", - თქვა "მთავართან" საუბარში ხაჩიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი