აქციაზე პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გუშინ 5 ივლის ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე, სადაც ათეულობით ჟურნალისტს სცემეს, "პოლიცია იმ ფარგლებში მოქმედებდა, რაც მას შეეძლო".

თეა წულუკიანი მტკიცებით, პოლიცია არა მხოლოდ აქციის დღეს, აქციამდეც შესაბამისად მოქმედებდა და მათ აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია ჰქოდნათ.

"პოლიცია მოქმედებდა არა მხოლოდ გუშინ, იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც და ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი მხრიდან, ამიტომაც ჩვენ ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში ასეთი დასკვნის გაკეთება შემიძლია, ყველამ რამდენიმე რაღაც უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ ადამიანის უფლებების სამართალში, ამას თუ უფრო გაინტერესებთ რას ვგულისხმობ, ნებისმიერ გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს ჩემ მიერ, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის მიერ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიერ. მეორე, ასევე ყველამ ჩვენ თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომ ეს სამშობლო არის უამრავი გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ უნდა ყველა ღონეს მიმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლადშექმნილი ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მრავალათწლეული წლების წყვეტის შემდეგ 90-იან წლებში, მას მოვუფრთხილდეთ და როგორმე დავიცვათ ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით.

ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ასე არის ახლაც და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება",- თქვა თეა წულუკიანმა.

გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი ადმინისტრაციული ხოლო 3 სისხლის სამართლის კოდექსით დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი