"ოცნების" ერთ-ერთი მონაპოვარი ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გარემოა - თურნავა

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის",- განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გუშინ 5 ივლისს ჰომოფობებისა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმაზე საუბრისას გააკეთა.

თურნავას თქმით, ის ძალადობას გმობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდახმა მიუღებელია.

"ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებთან მიმართებაში.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლება ამ თვალსაზრისით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი ბოლომდე იყოს გამოძიებული",- თქვა თურნავამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ღარიბაშვილის რადიკალური განცხადებები ძალადობის წამახალისებელი, თურნავამ ასე უპასუხა: "რადიკალები უნდა ნახოთ ქუჩაში".

გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი