ხობისა და სენაკის საჯარო მოხელეები, "ოცნების" აქტივისტები - ძალადობრივი აქციის მონაწილეების სია

გამოქვეყნდა:

სიპების და აიპების თანამშრომლები, რეგიონიდან ჩამოყვანილი პარტაქტივი, "ოცნების" მხარდამჭერები და ჰომოფობები - "მთავარმა არხმა" ძალადობრივი აქციის მონაწილეების გაშიფვრა დაიწყო:

  • ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის აიპის ხელმძღვანელი - ბაკურ ბუკია;
  • სენაკის განათლების სპორტისა და ახლაგაზრდობის სამსახურის უფროსი - გივი მისაბიშვილი;
  • სენაკის მერის მრჩეველი - კახაბერ კუპრეიშვილი;
  • შავფაროსნების წევრი და ალტ ინფოს თანამშრომელი - ზურა მახარაძე;
  • კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე - რომლის გვარი, ოპოზიციუირი პარტიის ლიდიერის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის დაწვის საქმეშიც ფიგურირებს.

ეს ის პირები არიან, რომლებიც გუშინ 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე იმყოფებოდნენ და ვინც ხელისუფლებასთან რადიკალური დაჯგუფების და გუშინდელი ძალადობაში კავშირს პირდაპირ ადასტურებს.

მოძალადე ჯგუფები, მმართველი პარტიის დავალებით, რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათი უმრავლესობა საჯარო სამსახურის თანამშრომელიაბაკურ ბუკიას ოჯახი ადასტურებს, რომ ბუკია რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩამოვიდა, თუმცა რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ის დედაქალაქში, ოჯახში ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება სენაკი განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ პარაკლისს დაესწრო.

"დიახ ვიყავი, აქციაზე არა უფრო სწორად პარაკლისზე ვიყავი ქაშუეთში. პარაკლისზე. მე არ მინახავს [ძალადობა] პარაკლისზე ვიყავი",- თქვა მისაბისვილმა.

გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი