"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებულ ძალადობს გმობს, თუმცა სამართალდამცველების ქმედებებზე კომენტარს არ აკეთებს.
ბოლქვაძეს არც პრემიერმინისტრის გუშინდელი მოწოდებები შეუფასებია და თქვა, რომ შეფასებაზე ის "ვალდებული არ არის".
"რა ამბავია, რა ხდება...მოიცადეთ რა... ცალსახად ვგმობ... მე არ ვარ ვალდებული... რატომ ყვირიან?!" - ელისო ბოლქვაძე.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.