შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და დროა მას დასავლეთმა სანქციები დაუწესოს:
"ნამდვილად დროა, რომ სანქციები დაწესდეს და პრემიერმინისტრი ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატია, თუ ის არ გააკეთებს იმას რაც სწორია, მაშინ, ვფიქრობ, დასავლეთმა მას სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან მას [ღარიბაშვილს] საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ზოგიერთის აზრით, ამას ბატონი ივანიშვილის დავალებით ან თანხმობით აკეთებს. დროს დასავლეთმა აჩვენოს, ის სერიოზულად უდგება საქმეს და ამდენი კრიზისით უკვე ყველა დაიღალა", - ამბობს კრამერი.