ხელისუფლებისგან და კრემლისგან წახალისებული მოძალადეები | "ოცნება" პასუხისმგებლობას არ იღებს

გამოქვეყნდა:

მკაფიო გზავნილი და მისი მთავარი ადრესატი - დასავლური სამყარო. არაადამიანური დარბევის, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის მიღმა გუშინ პარლამენტის წინ აშკარად გამოჩნდა მოძალადე ჯგუფების მთავარი პოლიტიკური მიზანი - საქართველო არ იყოს ევროპა.

და სულ უფრო აშკარა ხდება ისიც, რომ აგრესიული, მარგინალური ჯგუფების მიზნებს ქვეყნის ხელისუფლებაც იზიარებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთების გარდა, იყო პირდაპირი მინიშნება, რომ ქართული ოცნება არ დაუშვებს ქვეყანაში ცივილიზებური სამყაროს ღირებულებებს. ამ ძალადობრივი სცენარის შემსრულებლების და დამფინანსებლების ვინაობა და მათი განცხადებები კი პირდაპირ ადასტურებს, რომ ყველაფერი კრემლის ინტერესების შესაბამისად კეთდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი