"ყველას გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრების თავისუფლება, მათ შორის არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა, ეს არის სამართლებრივი კონცეფცია, ანუ უფლებებს თან ახლავს პასუხისმგებლობაც იმაზე, რომ შენი უფლებები უნდა განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად, ეს არის გასათვალისწინებელი და ასე მოქმედებენ პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანები ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ამაშია ზუსტად საქმე".
- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პრაიდზე საუბრისას.