რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის "ინდურ შტამს"

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.617.2, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის მუტირებული დელტა შტამი უკვე მსოფლიოს 98 ქვეყანაში ცირკულირებს. მას გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე ე.წ. ბრიტანულ ან უჰანურ შტამებს. გარდა ამისა, დელტა შტამი ვირუსის წინა ვარიანტებთან შედარებით გაცილებით სწრაფადაც ვრცელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე.წ. ინდური შტამით განსაკუთრებით 10-დან 29-წლამდე ასაკის პირები ინფიცირდებიან.

6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული.

"მთავარი არხის" ვებგვერდი გთავაზობთ ყველა იმ სიმპტომს, რომელიც კორონავიუსის ე.წ. ინდურ შტამს ახასიათებს.

კორონავირუსის დელტა შტამის კლასიკური სიმპტომებია:

  • ხველა;
  • სიცხე/ცხელება;
  • თავის ტკივილი;
  • სურდო;
  • გამონაყარი;
  • ყელის ტკივილი;
  • სუნის ან გემოს დაკარგვა;

ეს სიმპტომები დამახასიათებელია კორონავირუსის წინა ორი შტამისთვისაც. თუმცა ბრიტანული და უჰანური შტამისგან განსხვავებით, COVID 19-ის დელტა შტამით ინფიცირებულ პაციენტებში ნაკლებად ვხვდებით სუნის და გემოს დაკარგვას.

გარდა ამისა, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულების უმრავლესობას დაავადება სურდოთი და ყელის ტკივილით უნვითარდება. სწორედ, ეს ორი სიმპტომი გამოარჩევს ყველაზე კარგად ახალ დელტა ვარიანტს აქამდე არსებული შტამებისგან.

რაც შეეხება ვირუსის ზოგად სიმპტომებს:

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხელება;
  • მშრალი ხველა;
  • დაღლილობა.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • დიარეა;
  • კონიუნქტივიტი;
  • თავის ტკივილი;
  • გემოს ან სუნის შეგრძნების დაკარგვა;
  • გამონაყარი კანზე ან ხელისა და ფეხის თითების გაფითრება.

სერიოზული სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
  • გულმკერდის ტკივილი ან წნევა;
  • მეტყველების ან მოძრაობის უნარის დაკარგვა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 169 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი