ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობას გმობს. მისი თქმით, აგრესია და ძალადობა არაა ქართული ტრადიაცია და ვერც ევროპული ტრადიცია იქნება.
"აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოუელი მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვამცირებს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და ამ აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში, და ჩვენი ყველა მოქალქის უფლება იქნება დაცული", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა სადაც შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმადა მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის პარალელურად შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკევას, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.
გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.