რომ არა საერთაშორისო ზეწოლა, ივანიშვილი სამოქალაქო ომის გარეშე არ დაგვემშვიდობება

გამოქვეყნდა:

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებები, ცალსახად მიუთითებს, რომ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას პირადი სანქციები ემუქრებათ.

მისი აზრით, სანქციები იქნება, როგორც დიპლომატიური ისე ფინანსური. პირველი ლეიბორისტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არასოდეს წავიდოდა, რომ არა, ამერიკისა და დასავლეთის ზეწოლა.

"ალბათ, გადაბრუნდებიან საფლავში თამარი, ერეკლე და სააკაძე... რას წარმოიდგენდნენ, რომ ავაზაკი ჭორვილადან გამოჩნდებოდა მათ მიწაზე და მოახდენდა მათი სამეფოს გასხვისებას. რომ არა ამერიკის ზეწოლა, აღნიშნული პიროვნება სამოქალაქო ომის გარეშე არ დაგვემშვიდობებოდა. სხვა შემთხვევაში, ის იჯდებოდა 10 წელი 20 წელი, მერე ალბათ სანათესაოდან ვიღაცას დაგვინიშნავდა, როგორც პენსიონერი ქალბატონი ჩამოიყვანა პარიზიდან ყურით სატარებელი, პუტინის რეკომენდაციით რა თქმა უნდა - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი