კომისიის ეტაპს გადავალ, შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული - აკაკი ხუსკივაძეს ცეკო-ს წევრობა სურს

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ამ დროისთვის 8 კანდიდატმა გამოთქვა, 16-ს კი ცესკოს წევრობის 2 ვაკანტური პოზიციის დაკავება სურს, მათ შორის არის ცესკო-ს ყოფილი თანამშრომელი აკაკი ხუსკივაძე.

ხუსკივაძის თქმით, მისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე წესით, წარმატებით გაივლის კონკურსს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

"ის რეიტინგი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ჰქონდა, ჩვენ ფაქტობრივად, როგორც ინსტიტუტი, როდესაც მე იქ ვმუშაობდი, ვიყავით მე-3 ადგილზე, შესაბამისად ეს რეიტინგი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. კომისიის ეტაპს გადავალ, რა თქმა უნდა, ეს კომისიის გადასაწყვეტია, რაც შეეხება პრეზიდენტის და შემდგომ ეტაპებს, ეს მეტ-ნაკლებად გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, იქ მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმი არ ითამაშებს გარკვეულ როლს",-თქვა აკაკი ხუსკივაძემ.

გასაუბრების პროცესი კანდიდატებთან დღეს და ხვალ გაიმართება, ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც პრეზიდენტს წარედგინება. საბოლოოდ მათ დასამტკიცებლად კი ზურაბიშვილი კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის.

პრეზიდენტის მიერ შედგენილმა სპეციალურმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის 2 ახალი წევრი მოკლე დროში უნდა აირჩიოს. გადარჩეულ კანდიდატები კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი