ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად ცხელი ხაზი აამოქმედა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება - ცხელი ხაზი.

„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის 1 წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციაა, მივცეთ დამატებითი საშუალება - ეს არის ცხელი ხაზი: 1443, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით რეგისტრაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

3 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციისთვის, "სონოფარმზე" რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა booking.moh.gov.ge მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო.

საიტი მეორე დღეს ჩაირთო, თუმცა ხარვეზებით, მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. მიზეზად კიბეშეტევა დასახელდა, რაზეც შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი