შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე - NEW ONE-მა გიტარისტი დაითხოვა

გამოქვეყნდა:

"შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით "გაიძუყნებით ვირთხებო"- ბენდმა NEW ONE-მა გიტარისტი, ლევან შარაშიძე დაითხოვა. ჯგუფი აცხადებს, რომ გაუგებარ ფენომენად რჩება "ფულის გამო" უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს და მუსიკას. მათივე თქმით, ჯგუფის არც ერთ წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.

"ეს უბრალოდ ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა - მისივე თქმით მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არც ერთი ჩვენთაგანი არ განვიცდით ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება "ფულსი გამო" უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს მუსიკას. ჯგუფის არც ერთ წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა ჩვენს ურთიერთობებს არა მარტო ჩვენს მასთან სავარაუდოთ მის მუსიკალურ კარიერასაც გარკველ წილად. საჯარო სივრცეში ამ თემის განხილვაც მან თავად აირჩია ! შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით "გაიძუყნებით ვირთხებო" და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ", - წერია ბენდის განცხადებაში.

 NEW ONE წერს, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა ძალადობრივი ჯგუფების თარეშის გაფორმება იყო, რაც ქვეყნისთვის საშიში მოვლენაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი