არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს მათ უფლებებს - კალაძე LGBTQ თემზე

გამოქვეყნდა:

2 დღიანი ძალადობებისა და ჰომოფობების აქციების შემდეგაც, თბილისი მერის, კახი კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში LGBTQ ადამიანები ყოველგვარი პრობლემის გარეშე ცხოვრობენ და მათ უფლებებს არავინ ლახავს.

კალაძემ დღესაც გაიმეორა, რომ ღირსების მარშის ჩატარება და "ამ მიმართულების პროპაგანდა" მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობა, რომ შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. მე პირადად როდესაც ვთქვით, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის ჩატარება, თუმცა ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს მათ უფლებებს. ჩვეულებრივად ცხოვრობენ და არსებობენ ის ადამიანები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მიმართულების პოპულარიზაცია და პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - თქვა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კალაძემ იგივე შინაარსის განცხადება 29 ივნისსაც გააკეთა.

5 ივლისს კი როცა თბილისი პრაიდი იძულებული გახდა ღირსების მარში გაეუქმებინა, რადგან ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა დილიდან მედიაზე თავდასხმები დაიწყეს, დაშავდა 53 ჟურნალისტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი