სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას მოქალაქეები მოღალატეობრივად აფასებენ - ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს აანონსებს

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას ოპოზიციაში მოღალატეობრივად აფასებენ. მთავარსარდლის მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადება, რომელმაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. სალომე ზურაბიშვილის გაუაზრებელ თუ წინასწარ გამიზნული გამოსვლას, დილიდან ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ყველაზე პირველები ორგანიზაცია „ლელოს“ წევრები მივიდნენ და პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომა მოითხოვეს.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. „ოცნების“ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა უბრალო წამოცდენა არ ყოფილა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის რუსულ დაკვეთებს ასრულებს - თესავს ნიჰილიზმსა და უიმედობას ქვეყნაში.

„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უკიდურესად დამაზიანებელი განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი მედიისა დ სოციალური ქსელების და ასევე საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ გაკეთებული შეფასებების გაკონტროლებას ითხოვს.

ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებამ შოკში ჩააგდო თავად შეიარაღებული ძალებიც, სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ყველა იმ ჯარისკაცს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობას საერთაშორისო მისიებში იცავენ.  

საყოველთაო აღშფოთების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი განმარტება გაავრცელა, სადაც საზოგადოების პროტესტი ბულინგად შეაფასა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უკიდურესად სკანდალურ განცხადებას კიევიდან გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნისთვის ყოველდღიურად დამაზიანებელი ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი