
დასავლეთმა ავტორიტარების აღზევების პროცესში გაუხსნა ახალი ფრონტი, ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი - აცხადებს პოლიტოლოგი ბათუ ქუთელია გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მისი თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დასავლეთიდან წამოვიდა პირდაპირი ზეწოლა, რათა პატიმრობაში მყოფილი პოლიტიკური ლიდერები გათავისუფლებულიყვნენ, ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ დასავლეთი საქართველოში აჩენს სივრცეს.
ეს სივრცე ჩნდება გარეშე ზეწოლის შედეგად. ეს სივრცე მოგვცეს პარტნიორებმა, უნდა გამოვიყენოთ ეს სივრცე და პროცესი დავასრულოთ. დემოკრატიული არჩევნების გარანტია არ არსებობს, მაგრამ მაღალი ალბათობით, ხარისხი იქნება თუ ზეწოლა გაძლიერდა, - ამბობს ქუთელია.
მისი თქმით, ამ პროცესში საქართველოში აუცილებლად იქნება საზოგადოების პოლარიზების მცდელობა. ქუთეილია ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურება ე.წ. ტროლების ქარხანა. ქუთელია ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბოს.
"სხვა ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს, ან სამხედრო საფრთხე გააქტიუროს, ან ნებისმიერი, რამ რაც საქართველოს დასავლეთს ჩამოაშორებს.
დასავლეთისთვის ყურადღება დიდია საქართველოზე, რადგან საქართველოს ჩამოშლით დემოკრატიული რუკიდან გაცილებით მეტს იღებენ ავტორიტარული რეჟიმები. ასევეა დიდი ინტერესი უკრაინაზეც, - ამბობს ქუთელია "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.