გიგი უგულავას სასამართლოზე დღეს ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი მივიდა. ძიუდოისტი და ევროპის ჩემპიონი დღევანდელ დღემდე პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით თავს არიდებდა, თუმცა "მთავარმა არხმა" ის ფეხბურთის თამაშის დროს დააფიქსირა.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა:
"ბატონო მოსამართლე, ეს რა ტონში გვესაუბრება, სასამართლოს აქვს თავისი ენა და აქ ჩვენ ვსაუბრობთ თქვენობით და არა შენობით, ქვიშის კარიერს, რომელიც გაჩუქეს აი ამისთვის, ჩადენილისთვის რომ გაჩუქეს, იმას ესაუბრე შენობით, სად აი აქ, დიღომში რომ გაჩუქეს
ზონდერი ხარ, ჩვეულებრივი ზონდერი ხარ, ზუსტად ვიცი! ხომ ხარ დაზარალებული, ხომ გცემე? ხომ გცემე? უთავმოყვარეო ხომ ხარ, ხომ გცემე? ხომ ხარ ნაცემი? დავაი კუდამოძუებული დაახვიე აქედან",- უთხრა გიგი უგულავამ ძიუდოისტს.
ევროპის ჩემპიონი კვლავ ამტკიცებს, რომ უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში "შემთხვევით გადაეყარა", თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, დღეს ვერც დაცვის და ვერც ბრალდების მხარემ ვერ ათქმევინა ბადრი გავაშელიშვილს, რომ უგულავასთან ინციდენტის შემდეგ "ფიზიკური ტკივილი" იგრძნო.
"წამოვიდა რამდენიმეჯერ იერიშით, ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, რამდენჯერმე ხელები რომ მომიქნია, შესაბამისად მეც მოვიქნიე და წავიქეცით",- ყვება გავაშელიშვილი.
გავაშელიშვილს დღევანდელ სასამართლოზე საკუთარ სპორტულ მიღწევებზე არ უსაუბრია და კითხვებზე პასუხს თავს არიდებდა.
სპორტსმენმა ვერ გაიხსენა აეროპორტში მომხდარის სხვა ბევრი დეტალი, რომელიც თავდაპირველ ჩვენებებში ჰქონდა აღწერილი.
ხმაურის ფონზე მოსამართლე იძულებული გახდა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი დროზე ადრე დაესრულებინა.
ამავე თემაზე:
"მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი" - ძიუდოისტი სასამართლოში მივიდა