საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ბერკეტი და შესაძლებლობა დროულად გაეცა პასუხი კითხვებზე, რაც თავიდან აგვარიდებდა მთელ ქვეყანას იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით - ცესკო-ს ყოფილი პრესსპიკერის, ანა მიქელაძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
მიქელაძე მედიასთან დღეს პირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამოჩნდა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობს.
ანა მიქელაძეს ცესკო-ს წევრობაზე აქვს კანდიდატურა წარდგენილი:
პროცესის მიმართ არსებობდა კითხვები. ეს კითხვები დასმული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხრიდან.
მე პირადად მიმაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ბერკეტი და შესაძლებლობა ამ კითხვებზე დროულად გაეცა პასუხი, რაც თავიდან აგვარიდებდა მთელ ქვეყანას იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით - ამბობს ანა მიქელაძე
ანა მიქელაძემ თანამდებობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, განცხადება ფეისბუქით გაავრცელა და სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების სრულ სიას აქვეყნებს