საჯარო ვანდალიზმი და დასავლური სიმბოლიკის შეურაცხყოფა - რამდენიმე საათიანი ინტერვალით პროკრემლისტურმა და აგრესიულმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული, ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოგლიჯეს და დახიეს.
ხელისუფლებამ კი რომელიც ამტკიცებს რომ ევროატლანტიკური კურსი საქართველოს არჩევანია, დუმილი მხოლოდ დღეს დაარღვია და ისიც სტანდარტული განცხადებებით.
გამონაკლისი მხოლოდ მოძალადეების წამხალისებელი პრემიერმინისტრია, რომელიც რადიკალური ჯგუფების თარეშზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. უპრეცედენტო საჯარო ვანდალიზმზე დასმული შეკითხვა კი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა.