ახალციხის კლინიკიდან ექიმები გაათავისუფლეს - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, ახალციხის კლინიკიდან გაათავისუფლეს ყველა პირი, ვინც იმუნიზაციის პროცესს უკავშირდებოდა, მათ შორის ექიმი, რეანიმატოლოგი და მისი დამხმარე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის კლინიკა იმედიდან გაათავისუფლეს: ექიმი; რეანიმატოლოგი; რეანიმატოლოგიის დამხმარე; მედდა - ყველა პირი ვინც დაკავშირებული იყო იმუნიზაციასთან.

კლინიკა აცხადებს, რომ ამ პირების გათავისუფლება არ არის დაკავშირებული მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან. არცერთი გამოძიება არ დასრულებულა ჯერ და ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან. გვაბავებთ? თუ მეგისთან არა, რასთან არის დაკავშირებული?

რაც უფრო მნიშვნელოვანია: თუ ეს ხალხი არა, მაშინ ვინ არის დაკავშირებული მეგის გარდაცვალებასთან?, - წერს ბარამაშვილი.

ცნობისთვის, 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი